|
2022-02-06 17:03:23, 761 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო და თბილისის მერია - ამ ეტაპზე მიმდინარეობს გენერალ კვინიტაძის საფლავის ესკიზის შეთანხმება მისი ოჯახის წევრებთან
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და დედაქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს. მათივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გენერალ კვინიტაძის საფლავის ესკიზის შეთანხმება მისი ოჯახის წევრებთან და საფლავის მოპირკეთება უმოკლეს ვადებში დასრულდება. „ტელეკომპანია პირველი“ კვლავ განაგრძობს დეზინფორმაციულ კამპანიას. მედიასაშუალების მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია გენერალ კვინიტაძის საფლავთან დაკავშირებით, მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სამთავრობო უწყებების დისკრედიტაციას. ტელეკომპანიის მტკიცებით, ეროვნული გმირის საფლავი უყურადღებოდ არის დარჩენილი. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს გენერალ კვინიტაძის საფლავის ესკიზის შეთანხმება მისი ოჯახის წევრებთან. გენერლის ოჯახის მხრიდან თანხმობის მიღებისთანავე როგორც თავდაცვის სამინისტრო, ასევე თბილისის მერია მზადყოფნას გამოხატავენ, უმოკლეს ვადებში დაასრულონ საფლავის მოპირკეთება“,-აღნიშნულია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)