|
2022-02-06 11:09:39, 864 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ს ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის სამხედრო ძალის 70% მობილიზებული ჰყავს
რუსეთს უკრაინაში შეჭრისთვის სამხედრო ძალის 70% მობილიზებული აქვს და საზღვარზე უფრო მეტ ბატალიონურ ტაქტიკურ ჯგუფს აგზავნის,- ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს ოფიციალური პირები ანონიმურობის დაცვით ავრცელებენ. როგორც ოფიციალური პირები "როიტერთან" აცხადებენ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების რაოდენობა სასაზღვრო რეგიონში 60-დან 83-მდე გაიზარდა და კიდევ 14 ტრანზიტშია. რაც შეეხება შეჭრის ვადებს, მათივე თქმით, მოსალოდნელია, რომ მიწა ყინვის პიკს 15 თებერვალს მიაღწევს, რაც საშუალებას მისცემს რუსული სამხედრო ნაწილების გამავლობის მექანიზებულ ტრანზიტს. ასეთი პირობები მარტის ბოლომდე გაგრძელდება. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ სრულმასშტაბიანი შეჭრა დიდ მსხვერპლს გამოიწვევს. აშშ-ის შეფასებით, უკრაინას შესაძლოა 5000-დან 25000-მდე ჯარისკაცი დაეღუპოს, ხოლო რუსეთის ჯარისკაცების მსხვერპლი შეიძლება იყოს 3000-დან 10000-მდე, ხოლო მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი შეიძლება იყოს 25000-დან 50000-მდე. ვაშინგტონი მიიჩნევს, რომ სრული შეჭრა ასევე გამოიწვევს მილიონობით ლტოლვილისა და იძულებით გადაადგილებული პირის გაქცევას ევროპაში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)