18:38 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-03 14:00:39, 2150 ნახვა

ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - თუ გვინდა, რომ „ომიკრონის“ ტალღა შევაჩეროთ, ივლისამდე მოსახლეობის 70% უნდა აიცრას

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ივლისამდე მოსახლეობის 70% უნდა აიცრას, რომ ომიკრონის ტალღა შეჩერდეს. 

"ამ გეგმით განსაზღვრულია, რომ მოსახლეობის 70% უნდა აიცრას ივლისამდე - პირველ ექვს თვეში,  თუ გვინდა, რომ ჩვენ ომიკრონის ტალღა შევაჩეროთ, შევაკაოთ და შედარებით ნაკლები დაზიანებით გამოვიდეთ პანდემიიდან. ყველა თანხმდება, რომ პანდემიის და ეპიდემიის დასრულების მთავარი გზა გადის საყოველთაო იმუნიზაციაზე", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანია გაგრძელდება.
 
"ჯგუფის მიერ, ვინც გეგმა დაწერა, რამდენიმე მთავარი რეკომენდაცია, რომელიც ეხება საკომუნიკაციო კამპანიების გაძლიერებას. ისევ და ისევ მონეტარული წახალისების გაგრძელებასა და გაძლიერებას, მეტი ინფორმაციის მიტანას მოსახლეობისადმი და რაც მთავარია, აქცენტის გაკეთებას ბუსტერიზაციაზე, რამეთუ ომიკრონის შეკავების ყველაზე ძლიერი ფაქტორი გახლავთ მესამე აცრა ანუ ბუსტერი", -  განაცხადა გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics