|
2022-02-02 10:33:21, 894 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ-მ რუსეთისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხები უგულებელყო
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტიებზე აშშ-ს პასუხიდან უკვე ცხადია, რომ ამერიკულმა მხარემ უგულებელყო რუსეთის ფუნდამენტური შეშფოთება, „უკვე ნათელია, მე ვაცნობე პრემიერ-მინისტრს ამის შესახებ, რომ რუსეთის ფუნდამენტური შეშფოთებები იგნორირებული იყო. ჩვენ ვერ დავინახეთ ჩვენი სამი ძირითადი მოთხოვნის ადეკვატური გათვალისწინება“ , – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. პუტინმა თქვა, რომ რუსეთს არ უნახავს სამი ძირითადი მოთხოვნის ადეკვატური განხილვა როგორიცაა: ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით, რუსეთის საზღვრებთან სარაკეტო სისტემების განთავსებაზე უარის თქმა და ევროპაში ნატოს ბლოკის სამხედრო ინფრასტრუქტურის 1997 წლის მდგომარეობამდე დაბრუნება. პუტინმა გაიხსენა, რომ სსრკ -ს დაშლის შემდეგ , ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი დაჰპირდა, რომ აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა , მაგრამ ახლა ნატოში შედის ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი და რუმინეთი . "ერთი თქვეს, მეორე გააკეთეს. როგორც ხალხი ამბობს, მოატყუეს, უბრალოდ მოატყუეს", - დასძინა პრეზიდენტმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)