|
2022-01-31 13:10:34, 857 ნახვა
სამართალი
შსს-მ ფოთში ავტომობილების გაქურდვის ფაქტებზე 3 პირი დააკავა, ქუთაისში კი 3 არასრულწლოვანი ამხილა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოთში სატვირთო ავტომობილების გაქურდვის ფაქტებზე 3 პირი დააკავა, ქუთაისში კი 3 არასრულწლოვანი ამხილა. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 3 პირი: 2000 წელს დაბადებული ზ.ჩ., 2000 წელს დაბადებული დ.ჭ. და 2001 წელს დაბადებული დ.ღ. ფოთში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 31 იანვარს, ფოთში, სხვადასხვა ქუჩაზე გაჩერებული ავტომობილები გაქურდეს და მიიმალნენ. სამართალდამცველებმა სამივე მათგანი ცხელ კვალზე დააკავეს. რაც შეეხება მხილებულ პირებს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ფაქტზე 3 არასრულწლოვანი - 2007 წელს დაბადებული გ.მ., 2007 წელს დაბადებული ლ.მ. და 2008 წელს დაბადებული ს.მ. ამხილეს. სამართალდამცველებმა სამივე არასრულწლოვანი მომხდარი ფაქტიდან მეორე დღეს ამხილეს. პოლიციამ მოპარული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო. მხილებული არასრულწლოვნები დანაშაულს აღიარებენ. უწყების ცნობით, დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ფოთში მომხდარ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, ხოლო ქუთაისში მომხდარ ფაქტებზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)