05:04 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-30 11:27:22, 886 ნახვა

მსოფლიო
რუსეთ-უკრაინას შორის დაძაბულობის გამო, საფრანგეთი რუმინეთში ჯარების გაგზავნას გეგმავს

საფრანგეთი რუმინეთში სამხედროების გაგზავნას აპირებს. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვლის მინისტრმა, ფლორენს პარლიმ განაცხადა. 

ასეულობით სამხედროების გაგზავნა, NATO-ს მისიის ფარგლებში იგეგმება.

მინისტრის თქმით, რუსეთ-უკრაინას შორის არსებული დაძაბულობის პარალელურად, უკრაინასთან მოსაზღვრე რუმინეთი, მაღალი დაძაბულობის ზონად მიიჩნევა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, გასულ კვირას, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში საფრანგეთი მზადაა, რუმინეთში NATO-ს ახალ მისიებს უხელმძღვანელოს.

ფლორენს პარლის სიტყვით, საკითხთან დაკავშირებით NATO-ს წევრ ქვეყნებთან შეხვედრა მალე ექნებათ. ამბავს ფრანგული მედია იუწყება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics