|
2022-01-29 10:24:05, 784 ნახვა
მსოფლიო
ვლადიმერ ზელენსკიმ სერგეი ლავროვის მიერ რუსეთში მის მოწვევას ცინიზმი უწოდა
უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ მოსკოვში ან რუსეთის სხვა ქალაქში მის მიწვევას ცინიზმი უწოდა. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა უცხოური მედიის წარმომადგენლებთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მოსკოვმა შეხვედრაზე დონბასზე საუბარზე უარი თქვა. „რატომ ასეთი გზავნილი? და ის ამბობს – „დონბასის საკითხზე საუბარი არ შეიძლება, ეს „შიდა საკითხია“. რატომ მიიწვიე ადამიანი ისეთ ფორმატში, რომელსაც არ დათანხმდება. რატომ ვსაუბრობთ ამაზე? კაცი ხარ, ზრდასრული ადამიანი. დიდი გამოცდილებით. არაფერი გაქვს გასაკეთებელი? რატომ მთავაზობ ისეთ რამეს, რაც არანაირ შედეგს არ მოიტანს. ეს ნიშნავს, რომ არ აინტერესებთ საზღვარზე ადამიანი დაიღუპა, თუ არა. ეს სულელური ცინიზმია. როგორ არ ვილაპარაკო დონბასზე? დონბასზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს, ხოლო უკრაინის პრეზიდენტი არა?“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)