|
2022-01-28 18:08:19, 1447 ნახვა
ეკონომიკა
როგორი გინდა იყოს შენი „პორშე“? ააწყვე შენი ოცნების მანქანა ქართულ კონფიგურატორში
სასურველი და შენზე მორგებული პორშეს შერჩევა ახლა უფრო მარტივია. პორშე ცენტრი თბილისი მომხმარებელს სთავაზობს, გერმანული პრემიუმ ბრენდის ნებისმიერი მოდელი საკუთარი გემოვნებით ქართულ კონფიგურატორში ააწყოს. ახალი პროგრამის დახმარებით თავად განსაზღვრავთ რა ტექნიკური ფუნქციები უნდა ჰქონდეს თვენს ავტომობილს, ირჩევთ ექსტერიერის სტილსა და სასურველ ფერს. თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული როგორი საბურავის დისკი ექნება მანქანას. სრული თავისუფლება გაქვთ, თქვენ კომფორტს მოარგოთ სალონის დიზაინიც, რა ფერი იქნება ან რა მასალას გამოიყენებთ სავარძლებისათვის. არჩევანი მრავალფეროვანია და საერთო ჯამში 500-მდე ოფციას მოიცავს. მნიშვნელოვანია, რომ შესაძლებლობა გაქვთ თვალი ადევნოთ ხარჯებსაც, კონფიგურატორში ფასები დეტალურად არის მოცემული და საბოლოო შერჩევის შემდეგ თქვენ უკვე ზუსტად იცით რა დაგიჯდებათ პორშე, რომელიც თავად შექმენით. ,,პორშე ცენტრი თბილისი“ მუდმივად ფეხს უწყობს მსოფლიო ტრენდებს, არ გვეშინია ვიყოთ თამამები ჩვენს გადაწყვეტილებებში და სიახლეებისთვისაც ყოველთვის მზად ვართ. მომხმარებელზე ზრუნვა და მათთვის კომფორტის შექმნა ჩვენი კომპანიის პრიორიტეტია. ვცდილობთ, მომხმარებელი არა მხოლოდ პრემიუმ ავტომობილებით, არამედ მაღალი ხარისხის მომსახურებით გავანებივროთ. გვინდა ჩვენს მომხმარებელს მაქსიმალურად გავუმარტივოთ შეძენის პროცესიც, იქნება ეს ონლაინ კონფიგურაციის არჩევა თუ ავტომობილის სახლის კართად მიყვანა,“ - ამბობს პორშე ცენტრი თბილისის დირექტორი, პეტრე წაქაძე. პორშე ცენტრი თბილისი გერმანული ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში და მის სტანდარტებს ზედმიწევნით მიჰყვება. კონფიგურატორიც გერმანულიდან ითარგმნა, დამუშავდა 2500 გვერდი, რაც საერთო ჯამში 4 500 000 სიმბოლოს მოიცავს. პორშე ცენტრი თბილისი თეგეტა ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელიც ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს.
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)