06:38 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-27 18:14:12, 849 ნახვა

მსოფლიო
სერგეი ლავროვი - შეერთებული შტატების პასუხში მთავარ საკითხზე პოზიტიური რეაქცია არ არის

უსაფრთხოების გარანტიების შესახებ წერილობით გაგზავნილ პასუხში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ უპასუხა ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას აღმოსავლეთით ნატო-ს არგაფართოების თაობაზე, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. 

„ამ დოკუმენტში მთავარ საკითხზე პოზიტიური რეაქცია არ არის. მთავარი საკითხია ჩვენი მკაფიო პოზიცია აღმოსავლეთით ნატო-ს შემდგომი გაფართოების დაუშვებლობისა და შეტევითი იარაღის განლაგების თაობაზე, რომელიც შესაძლოა, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას დაემუქროს“, - აღნიშნა სერგეი ლავროვმა. 

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები მიზანმიმართულად უგულებელყოფს უსაფრთხოების განუყოფლობის პრინციპს, როდესაც ერთი სახელმწიფოს მშვიდობიანი არსებობა შეუძლებელია მეორესთვის საფრთხის შექმნით. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics