|
2022-01-26 14:46:32, 1045 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - კორონავირუსით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20-დან 4,5 პროცენტამდეა შემცირებული
კორონავირუსით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20-დან 4,5 პროცენტამდეა შემცირებული. - ამის შესაებ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ჰოსპიტლურ სექტორში დამატებული 200 საწოლიდან ნახევარზე მეტი თავისუფალია. "დადებით ფაქტორად შეიძლება, აღინიშნოს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, აქედან საშუალოდ 4 300-დან 4 500 საწოლამდეა დაკავებული. „ომიკრონის“ შემთხვევაში, არ ხდება ჰოსპიტალიზაცია და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 20%-დან შეგვიმცირდა 4,5%-მდე. საწოლები გადანაწილებულია, როგორც პედიატრიულ კლინიკებზე, ასევე მოზრდილებისთვის. პედიატრიულებზე გაზრდილი მოთხოვნა, ვფიქრობთ, უფრო ნერვიულობის ფაქტორით იყო გამოწვეული და აქედან გამომდინარე, სულ 200 საწოლი დავამატეთ და დღეისთვის აქედანაც ნახევარზე მეტი თავისუფალია", - განაცხადა აზარაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)