22:12 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-25 20:16:06, 1112 ნახვა

სამართალი
ზუგდიდში, პოლიციელის მიერ ქალზე ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელშიც ქ. ზუგდიდში, პოლიციის თანამშრომლის მიერ ქალზე ძალადობის ფაქტია აღბეჭდილი, გამოძიება უკვე დაწყებულია.

პროკურატურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

„საქართველოს პროკურატურამ მედიაში გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ქალაქ ზუგდიდში პოლიციის თანამშრომლის მიერ ქალზე ძალადობის ფაქტია ასახული, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უახლოეს პერიოდში მოხდება დაზარალებულის გამოკითხვა, ასევე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით ეცნობება“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics