|
2022-01-21 11:08:37, 792 ნახვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი აფრთხილებს პუტინს, უკან დაიხიოს უკრაინიდან, სანამ დიდ შეცდომას დაუშვებს
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი გააფრთხილა, რომ მოკავშირეები ერთად იბრძოლებენ დიქტატურის წინააღმდეგ. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ავსტრალიაში სიტყვით გამოსვლისას, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლიზ ტრუსმა განაცხადა, რომ ბრიტანეთმა და მისმა მოკავშირეებმა „თავისუფალ სამყაროში“ ერთად უნდა უპასუხონ გლობალურ საფრთხეებს, გააღრმავონ კავშირები ინდო–წყნარი ოკეანის დემოკრატიებთან და „პირისპირ დაამარცხონ გლობალური აგრესორები“. ტრუსი და ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი, ბენ უოლესი, პარასკევს შეხვდნენ თავიანთ ავსტრალიელ კოლეგებს სიდნეიში, ავსტრალიისა და გაერთიანებული სამეფოს მინისტრთა ყოველწლიურ კონსულტაციებზე, სადაც განიხილეს ავსტრალიის ბირთვული წყალქვეშა ნავების შეძენის შეთანხმება. ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა პიტერ დატონმა თქვა, რომ არ არსებობს გეგმა ავსტრალიაში ბრიტანული სამხედრო ბაზის შექმნას, მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის საზღვაო ფლოტი აძლიერებს ყოფნას წყნარ ოკეანეში. ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა შეთანხმებებს რეგიონში ინფრასტრუქტურის დაფინანსების შესახებ პეკინის გავლენის საწინააღმდეგოდ. ერთობლივ განცხადებაში მინისტრებმა გამოხატეს შეშფოთება უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო ძალების გაძლიერების გამო და „მათი აბსოლუტური მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი" გამოხატეს. ტრუსმა გააფრთხილა პუტინი, რომ „შეწყვიტოს და უკან დაიხიოს უკრაინიდან, სანამ ის დიდ სტრატეგიულ შეცდომას დაუშვებს“. ტრუსი ამტკიცებდა, რომ „კრემლს არ უსწავლია ისტორიის გაკვეთილები“ და რომ „შეჭრა მხოლოდ საშინელ ჭაობამდე და სიცოცხლის დაკარგვამდე მიგვიყვანს, როგორც ვიცით საბჭოთა-ავღანეთის ომისა და ჩეჩნეთის კონფლიქტიდან“. გლობალური აგრესორები „გაბედულები არიან ისე, როგორც ცივი ომის შემდეგ არ გვინახავს", - თქვა ტრუსმა გამოსვლაში. „ისინი ცდილობენ დიქტატურის, როგორც სერვისის ექსპორტს მთელს მსოფლიოში”, - დასძინა მან.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)