|
2022-01-19 10:09:27, 664 ნახვა
მსოფლიო
სახელმწიფო დეპარტამენტი - საქართველოსა და უკრაინას აქვთ უფლება, აირჩიონ საუკეთესო მომავალი მათი ხალხისთვის
უკრაინას, საქართველოს და ევროპის ყველა სხვა სახელმწიფოს აქვთ უფლება, აირჩიონ საუკეთესო მომავალი. - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მომდევნო დღეებისა და კვირების განმავლობაში რუსეთთან დარღვევებს განიხილავენ. „ბოლო სამი ათწლეულია, რუსეთი შეიჭრა სამ მეზობელ ქვეყანაში – უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში; ჩაერია არჩევნებში, მკვლელობის მცდელობის მიზნით გამოიყენა ქიმიური იარაღი, როგორც საკუთარ მიწაზე, ასევე მის საზღვრებს გარეთ (სკრიპალი, ნავალნი) და დაარღვია იარაღის კონტროლის საერთაშორისო შეთანხმებები. ჩვენ და ჩვენი მოკავშირეები ამ და სხვა საკითხებს მომდევნო დღეებისა და კვირების განმავლობაში დავაყენებთ რუსეთთან. უკრაინას, საქართველოს და ევროპის ყველა სხვა სახელმწიფოს აქვთ უფლება, აირჩიონ საუკეთესო მომავალი მათი ხალხისთვის, მათ შორის შრომით და მისწრაფებით, გახდნენ ევროატლანტიკური და ნატო-ს თანამეგობრობის წევრები“, - ნათქვამია განცხადებაში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)