|
2022-01-15 15:49:15, 1471 ნახვა
მსოფლიო
პეტრო პოროშენკო - ბატონო ზელენსკი, თქვენთვის ცუდი ამბავი მაქვს, 17 იანვარს უკრაინაში ვბრუნდები
უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ ვარშავადან უკრაინაში 17 იანვარს ბრუნდება, - ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ მიმართვაში აღნიშნა. უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინის ხელისუფლება ყველა ღონეს მიმართავდა მის დასაშინებლად. მისი თქმით, უკრაინაში იმ მიზნით ბრუნდება, რომ ქვეყანა დაიცვას რუსეთის აგრესიისგან. „ბატონო ზელენსკი, თქვენთვის ცუდი სიახლე მაქვს: 17 იანვარს 09:10 საათზე ვარშავადან რეისით მე უკრაინაში ვბრუნდები. რა თქმა უნდა, იმისთვის არა, რომ თქვენგან თავი დავიცვა, თქვენ ამად არ ღირხართ, არამედ იმისთვის, რომ უკრაინა დავიცვა. დავიცვა უკრაინა რუსეთის აგრესიისგან. დღეს აქ ბრიუსელში, ყველა ამბობს, რომ ეს არის საფრთხე არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. შესაძლოა, ეს არის ყველაზე დიდი საფრთხე ბოლო 30 წლის განმავლობაში. თუმცა თქვენ ეს არ გესმით“, – აცხადებს პოროშენკო ბრიუსელში ჩაწერილ მიმართვაში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)