|
2022-01-13 20:42:44, 1642 ნახვა
მსოფლიო
ალექსანდრე ლუკაშევიჩი - დასავლეთისგან ჩვენ წინადადებებზე ადეკვატური პასუხი ვერ მოვისმინეთ, ყველაფერი რუსეთის სავარაუდო აგრესიას ეხებოდა
„ვერ მოვისმინეთ ადეკვატური პასუხი ან რაიმე რეაქცია ჩვენ წინადადებებზე ჩვენივე პარტნიორებისგან. ყველაფერი, მათი შეშფოთება, რუსეთის სავარაუდო აგრესიული ქცევის გარშემო ტრიალებდა, განსაკუთრებით უკრაინის მოვლენების კონტექსტში“, - ამის შესახებ, ეუთო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელმა, ალექსანდრე ლუკაშევიჩმა განაცხადა. მისივე თქმით, ფაქტი, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებში ალიანსი საბრძოლო ტექნიკას განათავსებს, რუსეთის ეროვნული ინტერესებს უშუალო საფრთხეს უქმნის. „მინდა დაუყოვნებლივ ვთქვა, რომ ვერ მოვისმინეთ ადეკვატური პასუხი ან რაიმე რეაქცია ჩვენ წინადადებებზე ჩვენივე პარტნიორებისგან. ყველაფერი, მათი შეშფოთება, რუსეთის სავარაუდო აგრესიული ქცევის გარშემო ტრიალებდა, განსაკუთრებით უკრაინის მოვლენების კონტექსტში. სამიტზე აქცენტი, რა თქმა უნდა, გაკეთდა შეერთებული შტატებისა და ნატო-ს ქცევაზე, რომლებიც აგრძელებენ სამხედრო ქმედებებს ალიანსში გაწევრიანებული სახელმწიფოების ტერიტორიებზე და იქ განათავსებენ საბრძოლო ტექნიკას, რაც პირდაპირ და უშუალო საფრთხეს უქმნის რუსეთის ეროვნული ინტერესებს“, - ალექსანდრე ლუკაშევიჩი. შეგახსენებთ, რომ დღეს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის კონსულტაციები ვენაში დასრულდა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)