|
2022-01-11 21:16:36, 1918 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთის პრემიერი გეგმავს, რომ ევროპის ქვეყნებს კორონავირუსის ენდემურ დაავადებად მიჩნევის საკითხის განხილვისკენ მოუწოდოს
ესპანეთის პრემიერმინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, იგი გეგმავს, რომ ევროპის ოფიციალურ პირებს კორონავირუსის ენდემურ დაავადებად მიჩნევის საკითხის განხილვისკენ მოუწოდოს. პედრო სანჩესის თქმით, Covid – 19-ის მიზეზით სიკვდილიანობა უწინდელთან შედარებით, მკვეთრად შემცირდა, რის გამოც, იგი მარტივი სიმპტომებით, სისტემატურად გავრცელებულ ვირუსად, უკვე შეიძლება, რომ ჩითვალოს. პრემიერმინისტრის განმარტებით, ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებმა, დროა, შეცვალონ ის დეტალიზებული აღრიცხვის სისტემა, რომელსაც პანდემია საჭიროებს. ბოლო ცნობებით, ესპანეთის ჯანდაცვის ორგანიზაცია, მონიტორინგის იმ სისტემაზე მუშაობს, რომლის გამოყენებითაც ყოველი ახალი ინფექციის აღნუსხვა და სიმპტომების მქონე ადამიანთა ტესტირება, უკვე სავალდებულო აღარ იქნება. ამერიკის ჯანდაცვის ორგანიზაციას კი, კორონავირუსის პანდემიიდან ენდემურ ფაზაზე გადასასვლელად, საჭიროდ არა ვირუსის გაქრობა, არამედ გავრცელების სიხშირის შემცირება და ინფიცირების სიმპტომების შესუსტება მიაჩნია.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)