|
2021-12-26 12:51:23, 562 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძე - 2019-2021 წლებში გაუმჯობესდა ბავშვზე ზრუნვის პროგრამა და სოციალური მუშაობა
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 2019-2021 წლებში „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელწმიფო პროგრამის" ფარგლებში გაიზარდა სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და ვაუჩერული დაფინანსების ოდენობა. მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ხელს შეუწყობს მინდობით აღზრდაში მყოფი ბენეფიციარების 18 წლის მიღწევის შემდეგ ინსტიტუციაში მოხვედრის პრევენციას. "ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით პროგრამაში გათვალისწინებულ იქნა არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე. კერძოდ, გაიზარდა დღის ცენტრებით მოსარგებლე შშმ პირთა რაოდენობა და შეადგინა 811 ბენეფიციარი (ნაცვლად 781 ბენეფიციარისა). „ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის" ფარგლებში გაიზარდა გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და ვიზიტების რაოდენობა (16 816-მდე ნაცვლად 143 000-ისა). მინდობით აღზრდის ქვეპროგრამით მოსარგებლე 18 წელს მიღწეულ შშმ პირებს, რომლებიც მინიმუმ ორი წელია იმყოფებიან მინდობით აღზრდაში, ვერ ბრუნდებიან ბიოლოგიურ ოჯახში და საჭიროებენ სახელმწიფო ზრუნვას, შესაძლებლობა აქვთ მინდობით აღმზრდელის სურვილის და თანხმობის შემთხვევაში იცხოვრონ იმავე ოჯახში. გარდა ამისა, „დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში" შემოღებულ იქნა საშუალო და მაღალი მორგების პედიატრიული ეტლები, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს შშმ ბავშვთა მდგომარეობის გაუმჯებესება და ფუნქციონირების ამაღლებას, აგრეთვე, 100 ერთეული პედიატრიული სმენის აპარატი, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბავშვების ინტეგრაციას." - ამბობს ტიკარაძე.
სარჯველაძე: გაფორმდა ხელშეკრულება დიუშენის მედიკამენტ ჯივინოსტატის შეძენის შესახებ
კოალიცია ცვლილებისთვის და სტრატეგია აღმაშენებელი იწყებენ კამპანიას - ემიგრანტის ხმა
კალაძე ადასტურებს, რომ რეჟიმი ტრადიციების დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციების გამკაცრებას გეგმავს
ეროვნული ბანკი აფრთხილებს, რომ ქვეყანაში ფინანსური პირამიდები გამოჩდნენ და ხალხის ფულს იზიდავენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)