13:24 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-25 17:59:49, 1726 ნახვა

რეგიონი
კურორტ გოდერძიზე ტურისტული სეზონი გაიხსნა

კურორტ გოდერძიზე ტურისტული სეზონი გაიხსნა, – ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციისთვის შემუშავებულია რეგულაციები, რომლის ფარგლებშიც ინტენსიურად მოხდება საბაგიროს და მიმდებარე ტერიტორიების დეზინფექცია, კონტროლდება მწვანე პასპორტი, დისტანციის დაცვა. მონიტორინგი ხორციელდება საბაგიროებით მგზავრობის პროცესშიც.

კურორტ გოდერძიზე ამჟამად უკვე გახსნილია და ფუნქციონირებს სასტუმროები, კოტეჯები.

აჭარაში ზამთრის საკურორტო სეზონის  გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდა.

აჭარაში ზამთრის სეზონის უსაფრთხოდ წარმართვის მიზნით ხორციელდევა კოვიდ-რეგულაციების კონტროლი.

კურორტზე სამაშველო ჯგუფი აღიჭურვილია პირველადი სამედიცინო დახმარების საშუალებებით. მაშველებს ჩაუტარდა ტრენინგი თემაზე "პირველადი სამედიცინო დახმარების სწავლება კოვიდის საფრთხეებისა და გამოწვევების პირობებში".





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯ.დ. ვენსი: დიდი ხანია, რაც ბრიტანეთს საკუთარი ხელმძღვანელობა ღალატობს
თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
კიევში, ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავის აღსანიშნავად, სამშობლოს მონუმენტი აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
აშშ-ში ექსტრემალურმა სიცხემ 25 ადამიანი იმსხვერპლა და 4 ივლისის აღნიშვნა ჩაშალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics