|
2021-12-23 10:28:46, 620 ნახვა
პოლიტიკა
ჟოზეფ ბორელი - რუსეთის ქმედებებმა უკრაინასა და საქართველოში, ევროპის უსაფრთხოება მკევთრად გააუარესა
ევროკავშირი სრულად ერთგულია ევროპაში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რომელიც ეფუძნეა ეროვნული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპებს, - ამის შესახებ EU-ს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებაშია აღნიშნული. ჟოზეფ ბორელი რუსეთის მიერ აშშ-ისა და ნატო-სგან უსაფრთხოების გარანტიების მოთხოვნასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ დღეს ევროპის უსაფრთხოება საფრთხეშია „რუსეთის ქმედებები, კერძოდ, ყირიმის უკანონო ანექსია, მისი როლი აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის გაღვივებაში, ასევე მისი ქმედებები საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში, დნესტრისპირეთის რეგიონსა და ლუკაშენკოს რეჟიმის მხარდაჭერაში იწვევს ევროპაში უსაფრთხოების მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებას. სულ ახლახანს, რუსეთის სამხედრო გაძლიერებამ უკრაინის საზღვრებთან და უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში შექმნა ახალი საფრთხეები და შეჭრის შიში. პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, ევროკავშირმა ნათლად მიუთითა, რომ მტკიცედ უპასუხებს უკრაინის სუვერენიტეტის ნებისმიერ შემდგომ დარღვევას. ამავდროულად, ევროკავშირს მიაჩნია, რომ დიალოგი, მოლაპარაკებადა თანამშრომლობა ერთადერთი საშუალებაა დავების მოსაგვარებლად და მშვიდობის დასამყარებლად. ასეთი დისკუსია უნდა იყოს ინკლუზიური და მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ყველა დაინტერესებული მხარის შეშფოთება და ინტერესები. ევროკავშირი ჩაერთვება როგორც შეერთებულ შტატებთან, ასევე ნატოსთან ერთად, რათა უზრუნველყოს მისი ინტერესების წარმოდგენა რუსეთთან ნებისმიერ შესაძლო დისკუსიაში ევროპის უსაფრთხოების შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)