|
2021-12-22 16:52:13, 734 ნახვა
პოლიტიკა
მასობრივ შიმშილობას სამეგრელოშიც უერთდებიან
ექიმი მალხაზ ჯალაღონია სამეგრელოდან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღმსრულებლო დაწესებულებიდან განსათავისუფლებლად, მასობრივ მოშიმშილეთა აქციას უერთდება. მან თავის ფეისბუკის გვერდზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც იგი, საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ექს-პრეზიდენტის შეწყალების თხოვნით მიმართავს. „ქალბატონო სალომე, გულწრფელად გეტყვით, მე თქვენ არ ამირჩევიხართ საქართველოს პრეზიდენტად, მაგრამ თქვენ ხართ საქართველოს პრეზიდენტი, თქვენ ხართ ჩემი პრეზიდენტი და გთხოვთ, შეიწყალეთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ვიცი, თქვენ ორჯერ ბრძანეთ – “არა და არასოდეს”. ძალიან კარგად ვიცი, რომ როგორც ვაჟკაცისთვის, ასევე ქალბატონისგანაც ძალიან ძნელია სიტყვის გადათქმა, მაგრამ მერწმუნეთ, რომ თუ თქვენ შეიწყალებთ ბატონ მიხეილ სააკაშვილს, საქართველოს არც ერთი პატრიოტი არ დაიწყებს ქილიკს თქვენს სისუსტეზე და მე არ მაინტერესებს რას იტყვიან ქვეყნის ორგულები და მტრები და მე იმედი მაქვს, რომ არც თქვენ დაგაინტერესებთ რას იტყვიან ისინი. ქალბატონო სალომე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჯოხის ერთი აქნევით, თქვენ შეგიძლიათ ქვეყანა გადაარჩინოთ კიდევ ერთ ქაოსს. ვიცი, რომ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში, ნეგატიური დამოკიდებულება არის შიმშილობისადმი, მაგრამ მე სხვანაირი ფორმა ვერ მოვიფიქრე და გულწრფელად გეტყვით, რომ მინდა ჩემი შიმშილობით მივიქციო თქვენი ყურადღება და რაღაცნაირად, მცირე წონა მაინც შევძინო ჩემს თხოვნას“, - განაცხადა ექიმმა ვიდეომიმართვაში.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)