22:07 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-22 14:23:43, 647 ნახვა

პოლიტიკა
ჟოზეფ ბორელი შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერ ოპოზიციურ პარტიებს საპასუხო წერილს უგზავნის

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმომწერ ოპოზიციურ პარტიებს საპასუხო წერილს უგზავნის.

როგორც წერილშია აღნიშნული, ის იზიარებს შეშფოთებას სასამართლო სისტემისა და საარჩევნო რეფორმების შეფერხების გამო, რაც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების არსს ეხება.

მისივე თქმით, ევროკავშირი გააგრძელებს დახმარებას იმ პარტნიორების უმეტესობისთვის, რომლებიც მზად არიან განახორციელონ რეფორმები. 

"ინკლუზიური რეფორმების დროული მიღება და განხორციელება რჩება ხელშესახები პროგრესის საუკეთესო შანსად საქართველოში დემოკრატიისა და მდგრადობის შემდგომი შენების საქმეში, და მავნე პოლარიზაციის დასრულების, რომელიც ამჟამად გავლენას ახდენს ქართულ პოლიტიკურ სისტემაზე.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს მართლმსაჯულების სექტორსა და დემოკრატიულ რეფორმებს. ვინაიდან უპირველესი პასუხისმგებლობა ეკისრება მთავრობას, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ და ოპოზიციამ ერთობლივი წვლილი შეიტანონ დეესკალაციაში და კონსტრუქციული რეფორმების დღის წესრიგის განხორციელებაში.

როგორც 15 დეკემბრის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ერთობლივ დეკლარაციაშია ასახული, ჩვენი თანამშრომლობის ფარგლები და სიღრმე სხვა ასპექტებთან ერთად, რეფორმების ტემპითა და ხარისხით გაგრძელდება.

ევროკავშირის პირობითობაზე და სტიმულირებაზე დაფუძნებული მიდგომა ("მეტი-მეტისთვის" და "ნაკლები-ნაკლებისთვის") გააგრძელებს დახმარებას იმ პარტნიორების უმეტესობისთვის, რომლებიც მზად არიან განახორციელონ რეფორმები.

ეს იყო ასევე ნათელი გზავნილი ევროკავშირისგან აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე.

ევროკავშირი გააგრძელებს ამბიციური რეფორმების ადვოკატირებას ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, საქართველოსა და მისი ხალხის სასარგებლოდ", – ვკითხულობთ წერილში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics