22:06 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-22 11:05:47, 800 ნახვა

პოლიტიკა
„ნაცმოძრაობის“ ოფისთან ამ დროისთვის 9 კარავია გაშლილი, შიმშილობის აქციაში კი 300-მდე ადამიანია ჩართული

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ამ დროისთვის 9 კარავია გაშლილი.
ექსპრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით ამ ეტაპზე 300-მდე ადამიანი შიმშილობს.

მოშიმშილეებს შორის არიან როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ისე სამოქალაქო აქტივისტები. 

შიმშილობა დაიწყო "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამაც.

ცნობისთვის, მასობრივი შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილების შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მელიას თქმით, შიმშილობა იქამდე არ შეწყდება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics