|
2021-12-20 15:37:25, 648 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია - გუმათის ქუჩაზე ასფალტის საფარი იგება
ჩუღურეთის რაიონში, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, გუმათის ქუჩაზე 1 660 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკიც. მერიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით უთმელიძე, პარლამენტის დეპუტატი რიმა ბერაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ჩიკვილაძე ადგილზე გაეცნენ. „გუმათის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურას ვაწესრიგებთ. აღნიშნულ მისამართზე მსგავსი სამუშაოები წლების განმავლობაში არ განხორციელებულა. მიმდინარე წელს, 40-მდე მისამართზე მოწესრიგდა ასფალტის საფარი, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 2 500 000 ლარი გამოიყო“, - განაცხადა დავით უთმელიძემ. ცნობისთვის, სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს და მისი ღირებულება 93 200 ლარია.
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სანჩესმა სეუტაში მიგრანტების შემოდინება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა
ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)