16:20 - 31 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-20 10:07:34, 648 ნახვა

საზოგადოება
ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი პირიდან ერთს სხეულის 60% აქვს დამწვარი

ვაზისუბანში აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი პირიდან ერთ-ერთს, სხეულის 60%-იანი დამწვრობა აღენიშნება.

როგორც ხეჩინაშვილის სახელობის დამწვრობი ცენტრი ექიმმა, თეა უროტაძემ განაცხადა, 43 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

„შემოვიდა პაციენტი, 43 წლის მაამკაცი, მისი მდგომარეობა არის მძიმე, მისი დიაგნოზია სხეულის თერმული დამწვრობა 60%, დამწვრობითი შოკი, სასუნთქი გზების დამწვრობა. დაწყებული აქვს ანტიშოკური მკურნალობა, მოთავსდა რეანიმაციის განყოფილებაში, ამ წუთისთვის მისი მდგომარეობა არის მძიმე“, - განაცხადა ექიმმა.

დაშავებული სამი პირი, კი რომლებსაც მსუბუქი ინტოქსიკაცია აღენიშნება, სტაციონარშია მოთავსებული. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ცნობისთვის, ვაზისუბანში გუშინ აფეთქება მოხდა. საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივმა აირმა გაჟონა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ლეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წაუყენეს - პოლიციელის მიმართ სიტყვა „არაკაცის“ გამოყენების გამო
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სანჩესმა სეუტაში მიგრანტების შემოდინება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად შეაფასა
ტრამპმა განაცხადა, რომ მას ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics