|
2021-12-18 17:12:45, 888 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე – არაა ისეთი მდგომარეობა, რომელიც აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის სრულყოფილი რეაბილიტაციისთვის
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში "ნაიცონალური მოძრაობის" ერთ–ერთი წევრი, ხატია დეკანოიძე მივიდა. როგორც დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკშვილთან საუბარს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და საერთაშორისო კონტექსტზე საუბარს აპირებს. ამასთანავე, დეკანოიძემ აღნიშნა, რომ მდგომარეობა არ არის ისეთი, როგორიც აუცილებელია, ექს–პრეზიდენტის სრულყოფილი რეაბილიტაციისთვის. "ვისაუბრებთ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, მაგრამ პირევლ რიგში, მაინტერესებს როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და როგორ გრძნობს თავს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე ზოგადად საერთაშორისო კონტექსტზე უნდა გავუზიარო ინფორმაცია, რომელიც არსებობს საერთაშორისო კონტექსტში, ამიტომ ყველა თემაზე ვისაუბრებთ. მდგომარეობა ნამდვილად არ არის ის, რომელიც აუცილებელია, პრაქტიკულად მისი სრულყოფილი რეაბილიტაციისთვის. ექიმის რეკომენდაციაა, რომ სასამართლო პროცესისგან და საჯარო სივრცისგან თავი შეიკავოს, არ ვიცი, როგორი იქნება მისი პოზიცია", – განაცხადა დეკანოიძემ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)