|
2021-12-18 13:57:58, 731 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ჩვენ ხალხთან შესარიგებელი არაფერი გვაქვს, განსხვავებით რადიკალური ოპოზიციისგან
ჩვენ ხალხთან შესარიგებელი არაფერი გვაქვს, განსხვავებით რადიკალური ოპოზიციისგან, რომელიც ხალხისგან განდგომილია, – ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ "საყოელთაო შერიგებასთან" დაკავშირებით, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყველა უნდა შეუერთდეს საპარლამენტო სამუშაო პროცესს. "ჩვენ ვართ შერიგებულები ჩვენს ხალხთან, განსხვავებით რადიკალური ოპოზიციისგან და შესაბამისად ჩვენ ვზრუნავთ ხალხზე. დღეს პრემიერმინისტრის ანგარიში ეყრდნობოდა ხალხისა და ქვეყნის საჭიროებებზე ზრუნვას. ჩვენ არაფერი შესარიგებელი არ გვაქვს ხალხთან, ჩვენ ვართ შერიგებულიც და მანდატი გვაქვს ძალიან მყარი ხალხისგან, განსხვავებით რადიკალური ოპოზიციისგან, რომელიც განდგომილია ხალხისგან. დღეს პრემიერმინისტრის ანგარიში ეხებოდა იმას, თუ როგორ იზრუნოს ხელისუფლებამ ხალხზე, ქვეყანაზე, სახელმწიფოზე. ეს არის ჩვენი მთავარი ორიენტირი. რაც შეეხება ოპოზიციას და მასთან ურთიერთობას, ჩვენ აქაც ძალიან მკაფიო ხედვა და გზავნილი გვაქვს. გზავნილი არის ის, რომ ყველა უნდა შეუერთდეს საპარლამენტო სამუშაო პროცესს, ჩაერთოს ბოლომდე ამ პროცესში და უნდა გახდეს ზუსტად იმ პროცესების შემადგენელი ნაწილი... ჩვენ ერთადერთი რაც გვაინტერესებს, არის ის, რომ ოპოზიცია უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ჩართული ყველა პროცესში. თუ ისინი გამოავლენენ სათანადო ნებისყოფას და ჩაერთვებიან ყველა იმ პროცესში, რაზეც საუბრობდა პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი, მათთვის და ქვეყნისთვის იქნება კარგი", – განაცხადა კობახიძემ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)