|
2021-12-18 12:45:09, 816 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძის შეფასებით, აშშ–ის საელჩოს განცხადება ცესკო–ზე სამართლიანი არ არის
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აშშ–ის საელჩოს მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავშირებით გავრეცლებული განცხადება არ არის სამართლიანი. კობახიძის თქმით, ქვეყანას სჭირდება გამართულად მომუშავე ცენტრალური საარჩევნო კომისია. "ქვეყანას სჭირდება გამართულად მომუშავე ცენტრალური საარჩევნო კომისია. საარჩევნო ადმინისტრაციამ, თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, დაამტკიცა, რომ მას შეუძლია სათანადოდ გაუძღვეს საარჩევნო პროცესებს და თქვენ ნახეთ, რომ აბსოლუტურად უპრობლემოდ ჩაატარა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაცია, რაშიც არის თავმჯდომარისა და თითოეული წევრის დამსახურება. მით უმეტეს ამის გათვალისწინებით, მე არ შემიძლია ეს შეფასება შევაფასო, როგორც სამართლიანი", - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო პარლამენტის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების დანიშვნის წესის ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საელჩო აღნიშნავს, რომ პარლამენტის ნაჩქარევი გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის წესის ბოლოდროინდელი რეფორმების გაუქმებაზე, ძირს უთხრის მმართველი პარტიისა და ოპოზიციის შეთანხმებულ ძალისხმევას, რომ ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოზიციები მრავალპარტიული კონსენსუსის საფუძველზე შეივსოს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)