|
2021-12-18 11:18:55, 905 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი – ჩემს მიერ მთავრობის ჩაბარებისთანავე, დავაბრუნეთ წესრიგი, ყველას მივუჩინეთ კუთვნილი ადგილი
მთავრობის ჩაბარება კრიზისულ მომენტში მომიწია, როდესაც პოლიტიკური ტემპერატურა საკმაოდ მაღალ ნიშნულზე იყო, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. პრემიერის თქმით, მისმა სამთავრობო გუნდმა ქვეყანაში დააბრუნა წესრიგი, ყველას მიუჩინა კუთვნილი ადგილი, რაც მომავალშიც ასე გაგრძელდება. „მოგეხსენებათ, რომ მთავრობის ჩაბარება კრიზისულ მომენტში მომიწია, როდესაც პოლიტიკური ტემპერატურა საკმაოდ მაღალ ნიშნულზე იყო ხელოვნურად აწეული და დესტრუქციული ძალები სახელმწიფოზე შეტევას ცდილობდნენ. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები საპარლამენტო საბოტაჟს ეწეოდნენ და ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ თუ სახელმწიფოს სახელმწიფოდ ყოფნის პრეტენზია აქვს, უმთავრესი პრინციპები უნდა დაიცვას. უნდა დაიცვას კანონის უზენაესობა და შეასრულოს ვალდებულებები. სამწუხაროდ, როგორ ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ზოგიერთი პოლიტიკოსები ამ პრინციპებს არ აღიარებდნენ, შესაბამისად, შეურაცხყოფდნენ ქართველ ხალხს და ინსტიტუტებს. ჩემს მიერ მთავრობის ჩაბარებისთანავე, ამ პრინციპების მტკიცე დაცვა დავიწყეთ და ქვეყანაში დავაბრუნეთ წესრიგი, ყველას კუთვნილი ადგილი მივუჩინეთ და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. ჩვენ არავის დავუხრით თავს, მაგრამ არც არავის ვუყურებთ ზემოდან“,– განაცხადა პრემიერმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)