|
2021-12-17 19:20:10, 799 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე სალომე სამადაშვილს - რასაც დაგიწერენ, იმას ახმოვანებთ, ეს არის არაფორმალური მმართველობა
,,ვისაც ჩემი გამოსვლა პერსონალურად ეხებოდა, ეს იყო ოთხოზორია, ტატუნაშვილი, ბაშარული. ჩემი გამოსვლა ეხებოდა მთლიანად სისტემას და არა ერთ კონკრეტულ ადამიანს" - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, სალომე სამადაშვილის კითხვას მსჯავრდებულ ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით. აღნიშნულის შესახებ იუსტიციის სამინისტრო იუწყება. უწყება იუწყება, რომ რატი ბრეგაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ჰყავდა 292 ვიზიტორი მე-12 და მე-18 დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში. სარგებლობდა ყველა უფლებით, როგორც ყველა სხვა პატიმარი. ყველა სახის სამედიცინო მომსახურება მიეწოდა, რაც კი დასჭირდა. იმავე მე-12 დაწესებულებაში სპეციალურად მორიგეობდა რეანომობილი, რომ პატიმრის ჯანმრთელობის გაუარესების თეორიული შანსიც გამორიცხული. ,,რაც შეეხება წერილობით თანხმობას, მე ერთ რჩევას მოგცემთ ქალბატონო სალომე, გეცოდინებათ საკანონმდებლო მაცნეს პროგრამა, შეგიძლიათ გახსნათ პატიმრობის კოდექსი და ნახოთ 46-ე მუხლი და თქვენვე გასცემთ თქვენს თავს პასუხს, საჭირო იყო თუ არა წერილობითი თანხმობა" - განაცხადა რატი ბრეგაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან. მინისტრმა არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებასაც უპასუხა: ,, ჩვენ გვაქვს ერთმანეთთან აზრების გაცვლა-გამოცვლა. თქვენ კი მიჩვეული ხართ არაფორმალურ მმართველობას. გყავთ არჩეული თავმჯდომარე, თუმცა გადაწყვეტილებებს იღებს უკრაინის მოქალაქე, რომელსაც უფლება არ აქვს ისარგებლოს საქართველოში აქტიური ან პასიური საარჩევნო უფლებით. თქვენ პარტიულ სტრუქტურას კი არ ემორჩილებით, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეს და ამაზე კლასიკური არაფორმალურ მმართველობაზე თუ შეგიძლიათ რამე მაგალითი მოიყვანოთ, მე ტაშს დაგიკრავთ- განაცხადა რატი ბრეგაძემ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)