|
2021-12-17 14:18:33, 939 ნახვა
პოლიტიკა
ALDE - საქართველოს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს მიხელ სააკაშვილი, - ამის შესახებ ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის (ALDE) განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც პარტიის ყრილობაზე, იტალიაში, 11 დეკემბერს მიიღეს „საქართველოს ხელისუფლებას ამჟამად მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში საეჭვო მტკიცებულებებზე დაყრდნობით ჰყავს. ამჟამად უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში პირველ ოქტომბერს დააპატირეს, ციხეში თითქმის 50 დღე შიმშილობდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხეში ყოფნის დროს გაუარესდა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვიტა სააკაშვილის საქმეზე დროებითი ზომების მიღება. (განცხადება No54641/21) განმცხადებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით. მოვუწოდებთ: საქართველოს ხელისუფლების მიერ ბატონი სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ, ქართველოს ხელისუფლებას ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ყურადღების გამახვილებისაკენ, სამართლიანი მოპყრობისა და ღირსების უფლების უზრუნველსაყოფად", - ვკითხულობთ განცხადებაში.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)