|
2021-12-17 13:58:53, 585 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე - დღეს ყველა სოფელს სერვისების მიღება „მობილური იუსტიციის სახლის“ მეშვეობით შეუძლია
„იუსტიციის სახლის სერვისების სრული ხელმისაწვდომობისთვის მიმდინარე წლის სექტემბრიდან შეიქმნა „მობილური იუსტიციის სახლის" პროექტი და დღეს ყველა სოფელს, რომელიც მოქმედი იუსტიციის სახლის ან საზოგადოებრივი ცენტრისგან მოშორებით მდებარეობს, სერვისების მიღება მობილური იუსტიციის სახლის მეშვეობით შეუძლია", – ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, სპეციალურად აღჭურვილი მიკროავტობუსები მიდიან და ადგილზე, პრაქტიკულად, საკუთარ ეზოსთან ემსახურებიან მოქალაქეებს და აწვდიან ყველა იმ სერვისს, რისთვისაც ადრე სხვა სოფელსა თუ ქალაქში უხდებოდათ გამგზავრება. „მობილური იუსტიციის სახლის მეშვეობით მოსახლეობას შეუძლია, ზედმეტი დროის, ენერგიისა და ფინანსური დანახარჯების გარეშე, ადგილზე ეფექტიანად მოაწესრიგოს მისთვის საჭირო დოკუმენტაცია", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)