20:01 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-16 23:22:46, 875 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - შერიგებაზე საუბარი შეუძლებელია

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ღონისძიების შემდეგ, „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადება გააკეთა. მისი თქმით, მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილი, გიგი უგულავა და სხვები ქურდობაში, წამებაში, ყაჩაღობაში, ტერიტორიების დათმობაში, მედიის მიტაცებაში, ბიზნესის რეკეტში არიან მხილებულები და ამის შემდეგ, მათ კიდევ აქვთ პოლიტიკოსად დაჩენის ამბიცია, შერიგებაზე საუბარი არის შეუძლებელია.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზადაა, როგორც წინა, ასევე ახლანდელი ხელისუფლების ნებისმიერი ფაქტობრივი მოცემულობა შეაფასონ, რათა გადაწყდეს, თუ ვის აქვს პოლიტიკაში დარჩენის მორალური უფლება.

„როდესაც სააკაშვილი, უგულავა და ასე შემდეგ, არიან ეჭვმიტანილები კიარა, მხილებულები ქურდობაში, წამებაში, ყაჩაღობაში, ტერიტორიების დათმობაში, მედიის მიტაცებაში, ბიზნესის რეკეტში და ასე შემდეგ და მათ კიდევ აქვთ პოლიტიკოსად არჩევის ამბიცია, ასეთ დროს, ბუნებრივია, შერიგებაზე საუბარი არის შეუძლებელი.

მზად ვართ ნებისმიერი ფაქტობრივი მოცემულობა შევაფასოთ, რაც უკავშირდება წინა ხელისუფლებას, რაც უკავშირდება ჩვენს ხელისუფლებას. ერთად დავსხდეთ, შევაფასოთ ყველაფერი და ამის მიხედვით განვსაზღვროთ, ვის აქვს მორალური უფლება დარჩეს პოლიტიკაში და ვის არა.

ქალბატონ სალომეს აქვს თავისი პოზიცია დაფიქსირებული ამასთან დაკავშირებით, მას აქვს რამდენჯერმე ნათქვამი, რომ არ აპირებს სააკაშვილის შეწყალებას... ხუთჯერ თქვა ადამიანმა, რომ არ აპირებს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics