|
2021-12-16 20:28:22, 769 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ახალგაზრდები ქვეყნიდან მიდიან, რადგან სიძულვილის და ბოღმის ქვეყანაში ცხოვრება არავის უნდა
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ორბელიანის სასახლეში ორგანიზებული ღონისძიების დროს, პრეზიდენტმა ყურადღება ახალგაზრდების მხრიდან ქვეყნის დატოვების საკითხზე გაამახვილა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არავის უნდა სიძულვილისა და ბოღმის ქვეყანაში ცხოვრება. პრეზიდენტის თქმით, იმის გამო, რომ ახალგაზრდები საქართველოში ცხოვრების პერსპექტივას ვერ ხედავენ, იგი პასუხისმგებლობას მათ მიმართ პირადად გრძნობს და სურს, რომ საქართველოს შეძლებისდაგვარად დაეხმაროს. „ჩვენ ვხედავთ, ვიცით, თუ არ დავხუჭავთ თვალს, რომ ახალგაზრდები ამ ქვეყნიდან მიდიან, რადგან არავის უნდა, სიძულვილის და ბოღმის ქვეყანაში ცხოვრება. ქვეყანაში, სადაც ვერ ხედავენ, თუ რა არის მათთვის პერსპექტივა - ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, პირდაპირ ვგრძნობ ჩემ პირად პასუხისმგებლობას მათ მიმართ... მაქვს. ერთადერთი რისი ამბიციაც მაქვს არის, როგორც შემიძლია დავეხმარო ამ ქვეყანას, თქვენ და საზოგადოებას “, - აღნიშნა ქვეყნის პრეზიდენტმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)