|
2021-12-16 16:39:12, 740 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჟურნალისტებთან შესახვედრად მზადყოფნას გამოთქვამს
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბირიძის განცხადებით, ექს-პრეზიდენტი გორის სამხედრო კლინიკაში ჟურნალისტებთან შესახვედრად მზადაა. ადვოკატი ამის მიზეზად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, საზოგადოებაში არსებული ეჭვების გაქრობას ასახელებს. შოთა თუთბირიძის თქმით, ქვეყნის პრეზიდენტი მისი ბიძის, თემურ ალასანიას ჩამოსვლასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ 2018 წელს დაწყებული გამოძიების გაგრძელება მასკარადი და ფარსია. „მიხეილ სააკაშვილი მზად არის, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ოდენობის ჟურნალისტებს, საჯაროდ, კამერების თანდასწრებით უმასპინძლოს, რათა ყველანაირი ეჭვი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და იმასთან მიმართებით, რომ რაღაც მისტიკურ სიმულაციებს აქვს ადგილი, გაქრეს. მიხეილ სააკაშვილი ბატონ თემურ ალასანიას ჩამოსვლასაც გამოეხმაურა. იგი მიიჩნევს, რომ ის სასაცილო მასკარადი, რასაც ქვეყნის ხელისუფლება მართავს, ვითომ იძიებს, თუ ვინ აყურადებდა ბ-ნ თემურის საუბარს, თითქოს, სურთ 2018 წელს დაწყებული გამოძიების გაგრძელება არის მასკარადი, ფარსი, რაც შეიძლება ამავე ჟანრში გაგრძელდეს“, - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)