|
2021-12-16 10:22:52, 2043 ნახვა
პოლიტიკა
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაცია - EU აღიარებს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ინიციატივებს
მივესალმებით საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულებების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცეების სრულ ამოქმედებას, - ამის შესახებ აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტზე მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაშია აღნიშნული. „ევროკავშირი აღიარებს ასოცირებული პარტნიორების ტრიოს – საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის ინიციატივებს, გააძლიერონ თანამშრომლობა ევროკავშირთან და ითვალისწინებს მათ შორის გაზრდილ კოორდინაციას საერთო ინტერესებთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელიც დაკავშირებულია ასოცირების შეთანხმებებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცეების იმპლემენტაციასთან", - აღნიშნულია დეკლარაციაში. ამასთან, ერთობლივ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი და დაინტერესებული პარტნიორები მიესალმებიან სომხეთის, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის Horizon Europe-სთან ასოცირებას. „ჩვენ თანაბრად გავამახვილებთ ყურადღებას ეკონომიკური მდგრადობის გაძლიერებაზე ვაჭრობის და ეკონომიკური ინტეგრაციის, ინვესტიციებსა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, გაძლიერებული სატრანსპორტო კავშირისა და ადამიანებში ინვესტირების ხელშეწყობის გზით. ევროკავშირი და დაინტერესებული პარტნიორები მიესალმებიან სომხეთის, საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკისა და უკრაინის Horizon Europe-სთან ასოცირებას. ევროკავშირი და დაინტერესებული პარტნიორები მიესალმებიან სამხრეთ გაზის დერეფნის პროექტის დასრულებას, რამაც ხელი შეუწყო გაზის წყაროებისა და ევროკავშირისთვის მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციას“,- ნათქვამია დეკლარაციაში.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)