|
2021-12-15 22:41:49, 662 ნახვა
პოლიტიკა
„ემპათია“-ს ენდოკრინოლოგი სააკაშვილზე - წავიდა წონის აუხსნელი კლება, უნდა შეფასდეს თირკმლის და ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობა
დღეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ცენტრ „ემპათია“-ს ენოკრინოლოგმა, ლალი ჯავაშვილმა მოინახულა. მისი განცხადებით, დროა, შეფასდეს თირკმლის და ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობა, ვინაიდან ექსპრეზიდენტს დაწყებული აქვს წონის აუხსნელი კლება. მისივე თქმით, პაციენტისთვის საჭიროა გარკვეული ჰორმონების განსაზღვრაც. „პაციენტისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მისი წონის დინამიკა არის ძალიან საყურადღებო. საავადმყოფოში გადმოყვანის პირველივე დღეებში მან მოიმატა 9 კილოგრამი, რაც ლოგიკურია, მაგრამ შემდეგ წავიდა წონის აუხსნელი კლება. სავარაუდოდ, ეს კლება განპირობებულია იმით, რომ ის ვერ იღებს საკვებს, რადგან აქვს გულის რევა, გარკვეული ტიპის პროდუქტებზე, განსაკუთრებით ცილოვან საკვებზე. არ მოწონს ეს საკვები და თუ მიიღო, მერე აქვს ღებინება. ამავე დროს, არის სრულიად გაურკვეველი წარმოშობის დიარეა. ჩვენი მიზანია გავერკვეთ რაშია საქმე, რატომ არის დიარეა ასეთი პერმანენტული, რასაც ავტომატურად მოჰყვება წონის კლება. ასევე არის ზოგიერთი ელექტროლიტის გაურკვეველი, არალოგიკური დინამიკა. ამიტომ, ვფიქრობ დადგა საკითხი, რომ უნდა შეფასდეს თირკმლის და ჯირკვლის ფუნქციური მდგომარეობა. ასევე, გარკვეული ჰორმონების განსაზღვრა არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ენდოკრინოლოგმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)