|
2021-12-15 20:02:58, 686 ნახვა
პოლიტიკა
მარიამ ჯიშკარიანი სახალხო დამცველის დასკვნაზე - წამების ფაქტების დოკუმენტირებას სხვა ექსპერტიზა სჭირდება
ცენტრ „ემპათია“-ს ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი გორის სამხედრო ჰოსპიტალში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონსანახულებლად ჩავიდა. მისი განცხადებით, ექსპრეზიდენტის წამების ფაქტების დოკუმენტაციას, სახალხო დამცველის მიერ გასაჯაროვებული დასკვნისაგან განსხვავებული, სხვა სახის ექსპერტიზა ესაჭიროება. მისივე თქმით, პაციენტისთვის მისი დიაგნოზებიდან ყველაზე საშიში, ამ დროისთვის, ვერნიკეს ენცეფალოპათიაა, რომლსაც შესაბამისი მკურნალობისა და რეაბილიტაციის გარეშე, პაციენტის ინვალიდიზაცია შეუძლია. „დღეს ჩამოვედით, რათა დამატებით შევისწავლოთ დოკუმენტაცია და გავეცნოთ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. დასკვნა მოცულობითია და ამ დროისთვის, იგი მზადდება. ჩვენ გვაინტერესებს, რა კვლევები იყო ჩატარებული, რათა მასაც გავეცნოთ. რაც შეეხება სახალხო დამცველის ექსპერტების დასკვნას, მის ზოგიერთ ნაწილს ვიზიარებთ, ზოგიერთი ნაწილი კი, ჩვენ დასკვნაში უფრო დეტალურად იქნება გაწერილი. ჩვენ მათ პროფესიონალიზმში ეჭვი, რა თქმა უნდა, არ შეგვაქვს, თუმცა წამების ფაქტების დოკუმენტირებას სხვა ექსპერტიზა სჭირდება. პრეზიდენტის ყველა დიაგნოზიდან, ყველაზე საშიშია ვერნიკეს ენცეფალოპათია - თავის ტვინის ორგანული დაზიანება, რომელსაც მკურნალობა და რეაბილიტაცია სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოიწვევს პაციენტის ინვალიდიზაციას. ჩვენ რუსთავის მეთორმეტე დაწესებულებაში მკურნალობა შეუძლებლად მიგვაჩნია. აუცილებელია კეთილგანწყობილი გარემო იმისათვის, რომ მისი მკურნალობა ეფექტური იყოს“, - აღნიშნა მარიამ ჯიშკარიანმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)