|
2021-12-15 19:33:14, 611 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამია - მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, რაც წამების შედეგად წარმოშობილი აშლილობაა
საქართელოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი, რაც თავისთავად, წამების შედეგად წარმოშობილი აშლილობაა. მისივე თქმით, სამართლებრივი კუთხით, წამების შემთხვევის დადგენა ექიმების კომპეტენცია არაა. იგი სახელმწიფო ინსპექტორისა და სახალხო დამცველთან არსებული წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის პრევენციის ადგილობრივი მექანიზმის (CPT) კვალიფიკაციის ნაწილია. „ვინც ვერ გაიგო, ან არ: "მიხეილ სააკაშვილს აღენიშნება პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი" - მინიმუმ ხუთჯერ მაინც ითქვა სახალხო დამცველის კომისიის ბრიფინგზე. ვინც არ იცის, ეს სინდრომი (PTSD - Post Traumatic Stress Disorder) არის წამების შედეგად წარმოშობილი აშლილობა. წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ამ სამედიცინო კონდიციის აუცილებელი წინაპირობაა. ვინც ითხოვდა ექსპერტთა ჯგუფისგან სიტყვა წამებას, ვერ ხვდება საექიმო-საექსპერტო კვლევის მანდატს. მათ მიერ CPTD სინდრომის არაერთგზის ხსენება, სამედიცინო ენაზე იმანენტურად გულისხმობს წამებას, როგორც სავალდებულო პრერეკვიზიტს და ამ სინდრომის გამონწვევ მიზეზს. ასევე, რიგ შემთხვევბში, ისეთ სტრესულ ფორს მაჟორებს როგორიცაა მიწისძვრა, წყალდიდობა, ომი და ასე შემდეგ. მგონი, ვთანხმდებით, რომ ამგვარ სტიქიურ უბედურებებს ადგილი არ ქონია. შესაბამისად, PTSD სამედიცინო სტატუსის დადგენით, სამედიცინო კუთხით, წამება აღიარებულია. სამართლებრივი კუთხით ამის დადგენა ექიმების კომპეტენცია არაა და ამის კვალიფიკაცია მიმდინარეობს სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებით. ხსენებული სინდრომის დადგენა ექიმების მიერ, ამ მხრივ, უმნიშვნელოვანესი და შესაძლოა გადამწყვეტიცაა. წამების ფაქტის დადგენის მანდატი ასევე აქვს სახალხო დამცველთან არსებულ წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის პრევენციის ადგილობრივ მექანიზმს (CPT), რომელის დასკვნა ასევე საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება. რაც შეეხევა ცენტრ ემპათიას, ეს არ არის მხოლოდ სამედიცინო ექსპერტიზის ან მხოლოდ წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის დაწესებულება, მისი სრული სახელწოდებაა "ძალადობის, წამებისა და გამოხატული სტრესული ზემოქმედების ფსიქო - რეაბილიტაციის საერთაშორისო ცენტრი "ემპათია" და ამ უმაღლესი საერთაშორისო რეპუტაციის არასამთავრობო ორგანიზაციას, სამედიცინო კვლევის გარდა, აქვს ფაქტების დამდგენი მისიის ფუნქციაც. ასე რომ, ლოგიკა, თუ ესენი იძახიან წამებას, მაშინ იმათაც ეთქვათ - არ მუშაობს“, - წერს ნიკა გვარამია თავის „ფეისბუკ“ გვერზე.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)