|
2021-12-15 16:08:59, 578 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია: სამიზნე ვადამდელი არჩევნებია - აქციები მნიშვნელოვანი კომპონენტია რეჟიმის დასამარცხებლად
საპროტესტო აქციები მნიშვნელოვანი კომპონენტია ივანიშვილის რეჟიმის დასამარცხებლად, თუმცა საზოგადოებას სწრაფი მიზნის მიღწევის ილუცია არ უნდა შევუქმნათ, რომელიც ნიჰილიზმს თესავს.- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, მიზანი ვადამდელი არჩევნებია. „საპროტესტო აქციები მნიშვნელოვანი კომპონენტია იმ ტიპის ავტორიტარული რეჟიმის დასამარცხებლად, როგორიც ივანიშვილის რეჟიმია, ოღონდ აქაც უნდა გვესმოდეს, რომ აქციებისას საზოგადოებისთვის სწრაფი შედეგის მიღწევის მოლოდინის შექმნა არასწორია, ეს ყველაფერი არასწორად შემობრუნდება საზოგადოებისთვის, ჩვენთვის ბუნებრივია ვადამდელი არჩევნებია სამიზნე, ოღონდ ვადამდელი არჩევნების მისაღწევად ის წილი საპროტესტო საზოგადოების არ აღმოჩნდა საკმარისი, ეს არის ფაქტი, ამიტომ ამ საპროტესტო საზოგადოებას სჭირდება გაფართოვება, ილუზია იმისა, რომ ეს რეჟიმი სხვანაიად მოიქცევა ამაში ვგულისხმობ, ზეწოლას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას და ა.შ, არ გვაქვს ისევ ასე მოიქცევიან და რომ არ აღმოვჩნდეთ იმავე მდგომარეობაში უნდა ვიყოთ მზად ამ წინააღმდეგობების გადასალახად.“ - განაცხადა ბოკერიამ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)