|
2021-12-15 14:07:02, 651 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა გვარამიას პროცესზე - პოზიტიური მოლოდინები არ მაქვს, თავისუფლებაზე ტოტალური შეტევა მიდის
პოზიტიური მოლოდინები მე არ მაქვს, იმიტომ, რომ ივანიშვილის და "ქართული ოცნების" ხელწერა ისიც კი არ არის, რომ მოდი ახლა დამოუკიდებელი სასამართლობანა ვითამაშოთ. - ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა გიგი უგულავამ "მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას პროცესზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, თავისუფლებაზე ტოტალური შეტევა მიდის. "პოზიტიური მოლოდინები მე არ მაქვს, იმიტომ, რომ ივანიშვილის და "ქართული ოცნების" ხელწერა ისიც კი არ არის, რომ მოდი ახლა დამოუკიდებელი სასამართლობანა ვითამაშოთ, ახლა ვუთხრათ სასამართლოს, რომ არ დაიჭიროს და ამით, თქვან, აი, ხომ ხედავთ დამოუკიდებელია სასამართლო. არ დაიჯეროთ, იმიტომ, რომ ესენი ამ გზას არ ადგანან. სასამართლო არის ჩვეულებრივი ცერბერი, ის აკეთებს იმას, რაც უნდა. ვხედავთ ამ პოლიტიკურ საქმეებს, უამრავ აქტივისტს, ასიათასობით ლარია უკვე პატარა ბიჭებზე გამოწერილი, ესეც ჩვეულებრივი დრაკონული საქმეა და კანონიც შეცვალეს იმისათვის, რომ ეს ხალხი დევნონ. ანუ, მიდის ტოტალური შეტევა თავისუფლებაზე, რატომ? იმიტომ, რომ ივანიშვილს უნდა, შეინარჩუნოს ძალაუფლება." - განაცხადა გიგი უგუკავამ. ცნობისთვის, ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმიდანრეობს. პროკურატურა გვარამიას "რუსთავი 2"-ის დირექტორობის დროს, სამაუწყებლო კომპანიის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურეობრივი მდგომარეობით გამოყენებას ედავება.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)