|
2021-12-15 10:38:21, 447 ნახვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე - პრემიერისა და ნატოს გენმდივნის შეხვედრა ძალიან დროულია, ვისაუბრებთ მომავალ თანამშრომლობაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი და დროულია, იქიდან გამომდინარე, რომ ნათელია, როგორია ფონი რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებთან და განცხადებებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ნატოში, - ამის შესახებ ნატოში საქართველოს წარმომადგენელმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა. მისი შეფასებით, მთლიანად ალიანსის წევრები, გენერალური მდივნიდან დაწყებული, ოცდაათივე წევრი ქვეყნის ლიდერებით დამთავრებული, ერთმნიშვნელოვნად და ერთხმად უჭერენ მხარს იმას, რომ საქართველომ და უკრაინამ თავად უნდა გადაწყვიტონ, თუ რომელ ალიანსს შეუერთდებიან. „არც ერთ მხარეს არ ექნება იმის საშუალება, რომ ვეტო დაადოს ამ გადაწყვეტილებას. ამავე დროს, საუბარი იქნება ჩვენს მომავალ თანამშრომლობასა და მის განვითარებაზე, რომელიც აისახება მადრიდის სამიტის მომზადებაში. ასევე, წინ გვაქვს თავდაცვისა და საგარეო მინისტერიალები. ახლა გავიარეთ რიგის მინისტერიალი ძალიან წარმატებით და შავი ზღვის უსაფრთხოების თემა ასევე მნიშვნელოვნად იქნება წამოწეული", - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)