|
2021-12-14 22:59:46, 664 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამიას თქმით, შესაძლებელია, სააკაშვილს „შეუქცევადი“ და „აღუდგენელი“ ზიანი უკვე მიადგა კიდეც
ტელეკომპანია „მთავარი არხი“-ს გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია საქართველოს მესამე პრეზინდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გასაჯაროებულ დასკვნას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, უდავოა, რომ უკიდურესი აუცილებლობის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გატარებული 21 დღის განმავლობაში, პოსტტრავმული მდგომარეობის ფსიქონევროლოგიური რეაბილიტაცია და მკურნალობა არ ჩასტარებია. ნიკა გვარამია აღნიშნავს, რომ შესაძლებელია, მიხეილ სააკაშვილს „შეუქცევადი“ და „აღუდგენელი“ ზიანი უკვე მიადგა კიდეც. „ფარმაკოლოგიური წამების ნაწილზე დებატები, როგორც ჩანს, სამედიცინო სივრცეში გაგრძელდება. ეს ნორმალურია. აი, რაც უდავოა სახალხო დამცველის დასკვნით და ემპათიის დასკვნითაც - გორის ჰოსპიტალში გატარებული 21 დღის განმავლობაში, პოსტტრავმული მდგომარეობის ფსიქონევროლოგიური რეაბილიტაცია და მკურნალობა არ ჩატარებულა, მიუხედავად უკიდურესი აუცილებლობისა. ყოველი დღე არა უბრალოდ დაკარგულია, არამედ, ამ მხრივ, გააღრმავა პრობლემა და შესაძლოა, შეუქცევადი და აღუდგენელი ზიანი მიაყენა სააკაშვილს“, - წერს ნიკა გვარამია თავის "ფეისბუკ"-ის გვერდზე.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)