|
2021-12-14 18:12:26, 749 ნახვა
პოლიტიკა
კელი დეგნანი - აშშ სიამოვნებით დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც პოლარიზაციის დასრულებას ხელს მისცემს
საქართველოში შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოყენებული ინიციატივის თაობაზე განაცხადა, რომ აშშ მზადაა ნებისმიერ ინიციატივას მხარი დაუჭიროს, თუკი ეს აღნიშნული საქართველოში პოლარიზაციას შეამცირებს. დიპლომატის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს ლიდერებმა პრობლემის გადაჭრაზე პარლამენტში იმუშავონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში ისეთი სიტუაცია იქმნება, რომლისგანაც სარგბელს მხოლოდ რუსეთი მიიღებს. „პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ძალიან კარგად აღწერა სიტუაცია საქართველოში, როდესაც პრეზიდენტ ბაიდენის მიერ ორგანიზებულ სამიტზე გამოვიდა სიტყვით. მან ინკლუზიური მართვისკენ, პოლარიზაციის შემცირებისკენ მოუწოდა და ასევე, დიალოგისკენ, რომელიც დაიწყებს გამთლიანების პროცესს. ამერიკის შეერთებული შტატები სიამოვნებით დაუჭერს მხარს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც ამ გამთლიანების პროცესის დაწყებასა და პოლარიზაციის დასრულებას ხელს მისცემს. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს არჩეულმა ლიდერებმა პარლამენტში იმუშაონ, ამის გარეშე, ქვეყანაში ისეთი სიტუაცია იქმნება, რომლისგანაც სარგებელს მხოლოდ რუსეთი იღებს. იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი ამ შანს გამოიყენებს და შეამცირებს პოლარიზაციას, რომელიც ქვეყანას ამდენი ხანია ზიანს აყენებს“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)