|
2021-12-14 15:38:50, 657 ნახვა
პოლიტიკა
გრიგოლ ვაშაძე: სულელური სიტყვა - შერიგება, გეგონება ბავშვები თამაშობენ, ერთმანეთს დასცხეს და დედებმა უნდა შეარიგონ
კატეგორიულად არ მომწონს, სულელური სიტყვა – შერიგება. გეგონება, ქვიშის ორმოში ბავშვები თამაშობენ, ფორმები ვერ გაიყვეს, ერთმანეთს დასცხეს და ახლა დედებმა უნდა შეარიგონ.- ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ "ეროვნულ შერიგებასთან" დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აქვს. "კატეგორიულად არ მომწონს, სულელური სიტყვა - შერიგება. გეგონება, ქვიშის ორმოში ბავშვები თამაშობენ, ფორმები ვერ გაიყვეს, ერთმანეთს დასცხეს და ახლა დედებმა უნდა შეარიგონ. რა შერიგება, რის შერიგება? - მარტივია, ჩვენ ცხოვრება უნდა დავიწყოთ კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, წერტილი. თუ ცხოვრებას კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად დავიწყებთ, ყველაფერი გასაგები იქნება. ასე მთელი სახელმწიფო არ ცხოვრობს. ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ზუსტად ხელისუფლებას აქვს. რა თქმა უნდა, ოპოზიციასაც. შარლ მიშელის დოკუმენტი აიღეთ და ნახავთ. ისეთი კარგია დამოუკიდებელ დეპუტატად ყოფნა, როცა პარტიული მესიჯბოქსი კისერზე აღარ გაწევს და შეგიძლია, სიმართლეზე სიმართლე ილაპარაკო." - განაცხადა დეპუტატმა გრიგოლ ვაშაძემ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან".
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)