|
2021-12-14 15:05:19, 609 ნახვა
პოლიტიკა
კელი დეგნანი – საოკუპაციო ხაზთან ადამიანების დაკავება მიუღებელია, იმედია, რუსეთი შეასრულებს 2008 წელს აღებულ ვალდებულებებს
ჩვენ ყოველთვის შეშფოთებულები ვართ, როცა ადამიანებს აკავებენ ან ავიწროებენ საოკუპაციო ხაზთან. ეს მიუღებელია, წნეხია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ–ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. საქართველოში აშშ–ის ელჩის თქმით, რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წელს აღებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რაც ძალიან მარტივი ნაბიჯია. "ჩვენ ყოველთვის შეშფოთებულები ვართ, როცა ადამიანებს აკავებენ ან ავიწროებენ საოკუპაციო ხაზთან. ეს მიუღებელია, წნეხია. ეს უნდა შეჩერდეს და აუცილებლად შეჩერდება, როგორც კი რუსეთი შეასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას, დააბრუნოს ჯარები 2008 წლამდე არსებულ დისლოკაციის ადგილებზე. ეს ძალიან მარტივი ნაბიჯია, რომელიც რუსეთმა უნდა გადადგას. ეს არის ის, რასაც ყველა ელოდება, რათა დასრულდეს საქართველოს მოქალაქეების განგრძობადი შევიწროება და ხელი შეუწყოს დისკუსიებისთვის ატმოსფეროს გაჯანსაღებას. იმედი ვიქონიოთ, რომ რუსეთი შეასრულებს 2008 წელს აღებულ ვალდებულებებს". - თქვა აშშ-ის ელჩმა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)