17:02 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-13 12:48:52, 514 ნახვა

პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი - არ გვაქვს დღის წესრიგში პატიმარ სააკაშვილის უცხოეთის კურორტებზე გაგზავნის საკითხი

ნამდვილად არ გვაქვს დღის წესრიგში პატიმარ სააკაშვილის უცხოეთის კურორტზე გაგზავნის საკითხი, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ცენტრ „ემპათიას“ ექიმების პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის უცხოეთში გაგრძელებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანრთელობის მდგომარეობა, როგორც ყველა პატიმრის, კონტროლდება.

„პატიმარ სააკაშვილის საკითხი მილევადი ხდება და მოდით, ნუ შექმნით სურათს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ დღის წესრიგშია. ნამდვილად არ გვაქვს დღის წესრიგში პატიმარ სააკაშვილის უცხოეთის კურორტზე გაგზავნის საკითხი, იმიტომ რომ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დასვა საქართველოს საზოგადოებამ. ყველა პატიმრის, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კონტროლდება და აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ დამატებიტი კომენტარები იყოს ამასთან დაკავშირებით საჭირო“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics