|
2021-12-13 11:23:54, 822 ნახვა
პოლიტიკა
ბათუმის საკრებულოში ხმაურია, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მერის კაბინეტი დაიკავეს
ბათუმის საკრებულოში ხმაური გრძელდება - ოპოზიციის წევრები მერის კაბინეტიდან პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა. საკრებულოს დეპუტატები ქალაქის მერს უკანონო მშენებლობებსა და კორუფციაზე განმარტებას სთხოვენ. "ჩვენ არსად არ ვაპირებთ გასვლას, ადამიანს მოვუტანე დოკუმენტი, რომ კორუფციაა მერიაში და იარაღიან თანამშრომელზე მეუბნებით საშიშროებას არ წარმოადგენსო. რა პასუხიი უნდა მივიღო მერისგან რომელიც ხმას არ იღებს?" - აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი. დეპუტატების თქმით, მტკიცებულება არსებობს, რომ ზედამხედველობის უფროსის მოადგილე იარაღით დადის. "არსებობს ვიდეო-მტკიცებულებები, სადაც ზედამხედველობის უფროსის მოადგილე, ბესიკ ცეცხლაძე სამშენებლო ობიექტზე იარაღით მიდის და ემუქრება იქ მომუშავე ადამიანებს." - ამბობს "ნაცმოძრაობის" დეპუტატი. ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი ოპოზიციონერ ლიდერებს გაესაუბრა. ჩიქოვანი ამობოს, რომ გამოძიება დაწყებულია. "მიმდიანრეობს წარმოება მონიტორინგის ნაწილში, მოქალაქის მხრიდან მოხდა წინააღმედგობის გაწევა, ჩვენ ჩვენს ნაწილში წარმოებას ვაგრძელებთ, ბუნებრივია შესაბამისი რეაგირება იქნება, დანარჩენ ნაწილთან დაკავირებით დაწყებულია გამოძიება."- აცხადებს ბათუმის მერი.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)