|
2021-12-12 16:42:48, 662 ნახვა
პოლიტიკა
ნინო ლომჯარიას თქმით, სააკაშვილისთვის ნერვოლოგთან ერთად ფსიქიატრიც იმუშავებს
გორის სამხედრო ჰოსპიტალში სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდა. მან ადგილზე, ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი საჭირო კვლევების თაობაზე, პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხზე დასკვნასა და რეკომენდაციებს წარადგენს. „დღეს ჩვენთან ერთად, ნერვოლოგთან ერთად იმუშავებს ექიმი ფსიქიატრიც, რომ შევაფასოთ ის წუხილი, რაც გამოითქვა დოზირებასთან დაკავშირებით, ასევე, შესრულდა თუ არა ის რეკომენდაციები, რაც ჩვენ გავეცით ჩასატარებელ ფსიქოთერაპიასთან დაკავშირებით. მოხდება სამედიცინო შემოწმება. შემდეგ ალბათ, იქნება მათი დასკვნაც და რეკომენდაციები ჩატარებულ თუ ჩასატარებელ კვლევებთან დაკავშირებით. სამედიცინო შეფასებების და რეკომენდაციების გაცემის დროს ჩვენ დავეყრდნობით ამ ჯგუფის გადაწყვეტილებებს და დასკვნას“, - აღნიშნა ლომჯარიამ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)