|
2021-12-12 14:46:43, 795 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ თოიძე სააკაშვილზე - ნამდვილად იღებდა ისეთ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რომელიც მას არ უნდა მიეღო
გორის სამხედრო ჰოსპიტალში, მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა - ოთარი თოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ნამდვილად იღებდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რომლებიც მას არ უნდა მიეღო. მან აღნიშნა ისიც, რომ ამ მედიკამენტებმა ყოფილი პრეზიდენტის ფსიქოლოგიური და ნერვოლოგიური მდგომარეობა დაამძიმა. „თავისი ავადმყოფობიდან გამომდინარე, ის ნამდვილად იღებდა ისეთ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რომელიც მას არ უნდა მიეღო. ვფიქრობთ, რომ ამ მედიკამენტმა მისი ზოგადი ფსიქოლოგიური და ასევე, ნევროლოგიური სტატუსი დაამძიმა. ძილის გაუარესებაა, გაუარესება კი არა, ძილის შეუძლებლობა. გახსოვთ, რომ საუბარი იყო ციხეში არსებულ სიტუაციაზე, მერე, „შუმოკებზე“, რომელიც პაციენტის ძილის დარღვევის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია, რომელსაც ისედაც მძიმე ფსიქოლოგიური და დაძაბული მდგომარეობა აქვს, რომ არაფერი ვთქვათ, მეტაბოლური დაავადებაა“, - განაცხადა ოთარ თოიძემ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)