|
2021-12-11 16:21:12, 866 ნახვა
პოლიტიკა
ლინას ლინკევიჩუსი: რუსეთმა საქართველოს 20%-ის ოკუპაცია მოახდინა და კიდევ მეტს ითხოვს - დათმობა არ იქნება
ლიეტუვას საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი რუსეთის მთავრობის მოთხოვნას გამოეხმაურა, ალიანსმა გააუქმოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ლინას ლინკევიჩუსი თქმით, "მაპის" არ მინიჭებით რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპირება, მიიტაცა ყირიმი და ახლა კიდევ უფრო მეტს ითხოვს. "2008 წლის ბუქარესტის ნატოს საიტზე ჩვენ ჩავფლავდით, დაგვერწმუნებინა მოკავშირეები, მიენიჭებინათ MAP უკრაინისა და საქართველოსთვის. ოპონენტები ამტკიცებდნენ, რომ ეს რუსეთის პროვოცირებას მოახდენდა. პროვოცირება პირიქით მოხდა - "მაპის" არ მინიჭებით რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპირება, მიიტაცა ყირიმი და ახლა კიდევ უფრო მეტს ითხოვს. მეტი დათმობა არ იქნება". - წერს ლინას ლინკევიჩუსი ტვიტერზე. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც ოფიციალური მოსკოვი ნატოს-გან მოითხოვს იურიდიულად გააუქმოს უკრაინისა და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შესახებ დაპირება, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე გაჟღერდა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)